მომსახურების პირობები
-
ვებ-გვერდის გამოყენების პირობები
ფიზიკურ/იურიდიულ პირს, რომელიც დაინტერესებულია ვებ-გვერდის გამოყენებით შეუძლია დაუკავშირდეს ჯისაინს ელ-ფოსტაზე support@gesign.io ზე ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.
თუ იურიდიული პირი აცხადებს სურვილს ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით და მისი წარმომადგენელი უკავშირდება ჯისაინს, მიიჩნევა, რომ აღნიშნული წარმომადგენელი არის უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლება. ფიზიკური პირის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ იგი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.
gesign არ იღებს პასუხისმგებლობას დოკუმენტების შინაარსზე. პასუხისმგებლობა შინაარზე ეკისრებათ მხარეებს, რომლებიც ადგენენ მას ან სხვა ფორმით იღებენ მის მომზადებაში მონაწილებას.
ვებგვერდზე დაშვებულია მხოლოდ PDF ფორმატის ფაილების ატვირთვა. სხვა ფორმატის ფაილები არ არის მხარდაჭერილი.
ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც ჯისაინის საშუალებით ელექტრონულად ხელს აწერს დოკუმენტს, აცნობიერებს და ადასტურებს, რომ ხელმოწერილ დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა. ყოველი გადმოწერილი ეგზემპლარი წარმოადგენს ორიგინალს.
კლიენტს შეუძლია გადმოწეროს ხელმოწერილი დოკუმენტი და მტკიცებულების ანგარიშგება.
კლიენტს შეუძლია წაშალოს მის მიერ ატვირთული დოკუმენტი მტკიცებულების რეპორტთან ერთად.
კლიენტისთვის გამოყოფილია 10 GB ადგილი. აღნიშნული მოცულობის სრულად გამოყენების შემთხვევაში, კლიენტს აქვს უფლება წარმოადგინოს მოთხოვნა მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით. ჯისაინი იტოვებს უფლებას, შესაბამისი მოთხოვნა დააკმაყოფილოს ან, შესთავაზოს კლიენტს დამატებითი საფასური მოცულობის გაზრდისთვის, ან არ დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა.
-
უსაფრთხოება
მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოება. რეკომენდებულია გამოიყენოს რთული პაროლი, რომელიც მოიცავს ლათინური ანბანის დიდ და პატარა ასოებს, ციფრებსა და სპეციალურ სიმბოლოებს, აგრეთვე ჩართოს ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია.
გამოიყენოს ჯისაინის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების მექანიზმები.
მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს იმ მომწყობილებების უსაფრთხოება, საიდანაც იყენებს ჯისაინის სერვისს.
მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს ქსელის უსაფრთოხება, საიდანაც უკავშირდება ჯისაინის სერვისებს.
მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ჯისაინს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა მოიპოვა მესამე, არავტორიზებულმა პირმა. მსგავსი შეტყობინების მიღების შემდეგ ჯისაინი გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს ანგარიშის უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღებას, მათ შორის ანგარიშის დაბლოკვას და მომხმარებლის დახმარებას უსაფრთხო წვდომის აღდგენაში. მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ჩაითვლება შესაბამისი ანგარიშიდან განხორციელებულ ქმედებად. უსაფრთხო წვდომის აღდგენა გულისხმობს მომხმარებლის პაროლის შეცვლას.
-
ცვლილებები
ჯისაინი უფლებას იტოვებს, ამ დოკუმენტში შეიტანოს ცვლილებები, დაამატოს, ამოიღოს ან შეცვალოს პუნქტები.
ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი იხილავს ავტორიზაციის გავლის შემდეგ. ეკრანზე გამოჩნდება ფორმა, რომელიც მომხმარებელს აცნობებს, რომ მომსახურების პირობებში განხორციელდა ცვლილება და სთხოვს გაეცნოს მას. მომსახურების პირობებში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, თუ მომხმარებელი აგრძელებს ჯისაინის სერვისებით სარგებლობას, ჩაითვლება, რომ იგი ეთანხმება აღნიშნულ ცვლილებებს.
-
ინტელექტუალური საკუთრება
ჯისაინის პლატფორმა წარმოადგენს ღირებულ ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელიც ეკუთვნის ჯისაინს.
ჯისაინის წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება ჯისაინის სავაჭრო ნიშნების და ლოგოების გამოყენება.
მომხმარებელს აქვს უფლება გააზიაროს თავისი მოსაზრებები, კომენტარები და იდეები ჯისაინთა
ჯიასინი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კლიენტების სახელი და გვარი ან კომპანიის სახელი, ლოგო/სავაჭრო ნიშანი მარკეტინგული კამპანიისთვის, ასევე გამოიყენოს ეს ინფორმაცია საინფორმაციო ვებგვერდზე.
-
ზოგადი
არცერთ შემთხვევაში ჯისაინი არ შეიძლება ჩაითვალოს ხელმოწერაში მონაწილე პირად. ის ახორციელებს მხოლოდ ტექნიკურ მხარდაჭერას.
ჯისაინს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ატვირთული დოკუმენტები არღვევენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ან დაკავშირებულია სხვა ნებისმიერ არაკანონიერ აქტივობასთან. დოკუმენტის შინაარსზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ინიციატორი.
ჯისაინის სატესტო რეჟიმის გამოყენებისას განხორციელებული ხელმოწერები არ ითვლება ვალიდურ ელექტრონულ ხელმოწერად და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იურიდიული მიზნებისთვის. სატესტო რეჟიმი განკუთვნილია მხოლოდ ჯისაინის სერვისების ტესტირებისათვის.
ჯისაინი მომხმარებელს სთავაზობს განვითარებულ ელექტრონულ ხელმოწერას.
-
გადახდის პირობები
პლატფორმის საფასური განისაზღვრება შერჩეული პაკეტის და მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით.
კლიენტმა საფასური უნდა გადაიხადოს წინასწარ მომსახურების მიღებამდე.
ჯისაინი კლიენტს გაუგზავნის ინვოისს იმ ფორმატით, რომელიც შესაბამის პერიოდში იქნება შერჩეული. ამავდროულად, ჯისაინი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები ინვოისში, მაშინაც კი, თუ ინვოისი უკვე გამოგზავნილია. მომხმარებელს აქვს უფლება, ინვოისში რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს ჯისაინს არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში მომხმარებელი არ დაუკავშირდება ჯისაინს, ჩაითვლება, რომ ინვოისში არ არსებობს რაიმე ხარვეზი.
მომხმარებელი ვალდებულია საფასური გადაიხადოს ინვოისის მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯისაინი იტოვებს უფლებას დაბლოკოს კლიენტის ანგარიში. ინვოისი მიიჩნევა მიღებულად იმ მომენტიდან, როცა ჯისაინმა იგი გამოაგზავნა.
ჯისაინი იტოვებს უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს ინვოისის გაგზავნის თარიღი.
-
ფროს მაჟორი
მხარეები თავისუფლდებიან სრულად ან ნაწილობრივ, ხელშეკრულებით ან მომსახურების პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს მაჟორული გარემოებით.
ფორს მაჟორი არის ისეთი გარემოება, რომელიც წარმოიშობა მხარეებისგან დამოუკიდებლად, ვერ იქნებოდა გონივრულად წინასწარ განჭვრეტილი ან თავიდან აცილებული და პირდაპირ ან არსებითად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ მომსახურების ან სხვა ვალდებულების შესრულებას.
ფორს მაჟორული გარემოების დასრულების შემდეგ მხარეები აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ასევე ვალდებულები არიან შეასრულონ ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად გადავადებული ვალდებულებები.
-
დავის გადაწყვეტა
დავის არაფორმალური გადაწყვეტილება: ჩვენ გვსურს გავიგოთ და შევეცადოთ მოგვარებას იმ პრეტენზიის/დავის, რომელიც გაგიჩნდებათ, ოფიციალურ სამართლებრივ მოქმედებამდე. ჯისაინი-ის წინააღმდეგ საჩივრის წარდგენამდეც. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ცდით დავის გადაჭრას არაფორმალურად. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება მისამართზე support@gesign.io თქვენი სახელი და გვარი, დავის აღწერილობა და თქვენთვის სასურველი მოგვარების/გადაწყვეტის გზა. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ დავის გადაწყვეტა 60 დღის განმავლობაში, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საქმის სამართლებრივი წარმოება.
მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი და ყველა დავა განიხილება და გადაწყდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
-
ენის უპირატესობა
წინამდებარე მომსახურების პირობები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ვერსიებს შორის ნებისმიერი შეუსაბამობის, განსხვავების ან ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესი ძალა ექნება ქართულ ენაზე წარმოდგენილ ტექსტს.
შესავალი
Gesign ვებგვერდის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით მომსახურების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით აქ მოცემულ პირობებს, არ ხართ ავტორიზებული გამოიყენოთ ვებგვერდი და ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.
- მომხმარებელი: პირი ან კლიენტი, რომელიც იყენებს ჯისაინის სერვისებს, შეიძლება ჰქონდეს ჯისაინის ანგარიში ან არა.
- კლიენტი: მომხმარებელი, რომელსაც აქვს ანგარიში ჯისაინის პლატფორმაზე.
- ინიციატორი: მომხმარებელი, რომელიც ტვირთავს დოკუმენტს ჯისაინის პლატფორმაზე.