Privacy Notice
შესავალი
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ჯისაინი, როგორ ხდება მათი მოპოვება, გამოყენება, შენახვა, დაცვა და სხვა ფორმით დამუშავება.
ღილაკზე „ვეთანხმები“ მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ პოლიტიკას, გესმით მისი შინაარსი და თანახმა ხართ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს ამ დოკუმენტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
-
ზოგადი
ჯისაინი უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღებას მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დასაცავად.
ჯისაინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვას.
შპს „ჯისაინი“ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, საიდენტიფიკაციო კოდით 406506142. კომპანიის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართია: support@gesign.io.
-
პერსონალური მონაცემების ტიპები და მოპოვების გზები
ჯისაინი პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან აგროვებს, მათ შორის: საჯარო წყაროებიდან, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტით), სატელეფონო კომუნიკაციისას, თქვენთან სხვა ფორმით განხორციელებული ურთიერთობის ფარგლებში, აგრეთვე მომსახურების გაწევის პროცესში.
-
ჯისაინი ამუშავებს სხვადასხვა კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ:
იდენტიფიკაციის მონაცემებს: სახელი, გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში — იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი.
საკონტაქტო მონაცემებს: მისამართი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; მობილური ან სატელეფონო ნომერი.
ტექნიკურ და გამოყენების მონაცემებს: IP მისამართი; გამოყენებული მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია; სერვისის გამოყენების დროს დაფიქსირებული ფიზიკური მდებარეობა.
იდენტიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები — პირადობის დამადასტურებელი ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის გამოსახულება, აგრეთვე მომხმარებლის ფოტო ან ვიდეოგამოსახულება, თუ მომხმარებელი ხელმოწერისას იყენებს ვიდეოიდენტიფიკაციის ფუნქციას.
ჯისაინი არ ახორციელებს ხელმოსაწერად ატვირთული დოკუმენტების შინაარსობრივ დამუშავებას, ანალიზს ან შეფასებას. ასეთი დოკუმენტების დამუშავება შემოიფარგლება მხოლოდ იმ ტექნიკური და ორგანიზაციული მოქმედებებით, რომლებიც აუცილებელია მომსახურების მიწოდებისა და ხელმოწერის პროცესის ფუნქციონირებისთვის, მათ შორის დოკუმენტის ატვირთვით, შენახვით, გადაცემით და ხელმოწერის პროცესის უზრუნველყოფით. ატვირთული დოკუმენტების შინაარსზე, მათ სიზუსტეზე, კანონიერებაზე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებელი. ჯისაინი არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის შინაარსზე.
-
პერსონალური მონაცემების საჭიროება
ჯისაინი პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდების მიზნით, მათ შორის სერვისის გამართული ფუნქციონირების, მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და ხელმოწერის პროცესის უზრუნველყოფისთვის.
ჯისაინი პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ახალი სერვისების განვითარებისა და მომხმარებლისთვის შეთავაზების, ასევე არსებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რათა უზრუნველყოს უფრო ეფექტური, პერსონალიზებული და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.
ჯისაინი პერსონალურ მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს ტექნიკური ხარვეზების გამოვლენის, მათზე რეაგირებისა და მომხმარებლისთვის შესაბამისი მხარდაჭერის გაწევის მიზნით.
-
უასფრთხოება
ჯისაინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოების დაცვას. პლატფორმაზე წვდომა ხორციელდება მომხმარებლის მიერ ელექტრონული ფოსტის მისამართისა და პაროლის მითითების საფუძველზე. პაროლი ინახება დაშიფრული ფორმით. ჯისაინი მომხმარებელს ურჩევს, არ გაუზიაროს საკუთარი ავტორიზაციის მონაცემები, მათ შორის პაროლი, მესამე პირებს და მიიღოს ყველა გონივრული ზომა მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პლატფორმაზე შენახული დოკუმენტები ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის, ხოლო არაავტორიზებულ პირებს მათზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
ჯისაინი ახორციელებს კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად და თანამშრომლობს მხოლოდ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის მიმართ ანალოგიურ სტანდარტებს იცავენ.
ჯისაინი სერვისების მიწოდების პროცესში იყენებს AWS-ის ინფრასტრუქტურას. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სერვერები განთავსებულია გერმანიაში. ხელშეკრულებები ინახება ქლაუდ ინფრასტრუქტურაში დაშიფრული ფორმით, ხოლო მონაცემთა დაცვისთვის გამოიყენება AES-256 დაშიფვრის ალგორითმი.
-
თანამშრომლობის შეწტვეტა
ჯისაინი არ იღებს ვალდებულებას, მომხმარებელთან დაკავშირებული მონაცემები შეინახოს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გადაწყვეტს ჯისაინთან თანამშრომლობის შეწყვეტას.
მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს ჯისაინს მოთხოვნით, რომ მასთან დაკავშირებული მონაცემები შენახულ იქნეს დამატებითი გონივრული ვადით, თუ ამის საფუძველი და საჭიროება არსებობს.
-
ცვლილებები
ჯისაინი უფლებას იტოვებს, ამ დოკუმენტში შეიტანოს ცვლილებები, დაამატოს, ამოიღოს ან შეცვალოს პუნქტები.
ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი იხილავს ავტორიზაციის გავლის შემდეგ. ეკრანზე გამოჩნდება ფორმა, რომელიც მომხმარებელს აცნობებს, რომ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდა ცვლილება და სთხოვს გაეცნოს მას. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, თუ მომხმარებელი აგრძელებს ჯისაინის სერვისებით სარგებლობას, ჩაითვლება, რომ იგი ეთანხმება აღნიშნულ ცვლილებებს.